logo_geo
eng_logo
ნუცა ხიდირბეგიშვილი: გირჩევთ, თავი აარიდოთ „თბილისი ცენტრალში“ რეკლამის განთავსებას, რადგანაც...
- +

1 ნოემბერი. 2019. 21:51

 

„გირჩევთ თავი აარიდოთ „თბილისი ცენტრალში“ რეკლამის განთავსებას, რადგანაც შეიძლება მამუკა ხაზარაძის პარტიულ წინსვლას შეუწყოთ ხელი, თქვენ ბიზნესს კი მხოლოდ დააზარალებთ", - წერს სოციალურ ქსელში სამშენებლო - დეველოპერული კომპანია „მარშალ დეველოპმენტის“ აღმასრულებელი დირექტორი ნუცა ხიდირბეგიშვილი.

 

„მოკლედ, ასეთი ისტორიის მოწმე გავხდი, ზოგადად უკიდეგანო უფსკრული სერვისის კუთხით საქართველოში ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ეს ისტორია საერთოდ ყველა საზღვარს ცდება. რაღაც სარეკლამო კომპანიის (პიარ ჯგუფი 222) მიერ შტურმით აღების შემდგომ განვათავსე რეკლამა „თბილისი ცენტრალში“ ერთ-ერთ მონიტორზე. სანამ რეკლამას განვათავსებდი და თანხას ჩავრიცხავდი ზარი შემოდიოდა საათში ერთხელ, როგორც კი თანხა ჩავრიცხე და სარეკლამო მასალა გადავაგზავნე გაყიდვების აგენტი დაიკარგა. მივედი შევამოწმე, რეკლამა არ გადიოდა. ძლივს მოვძებნე თანამშრომელი და დიდი ბოდიშების მერე (ჩემგან მუქარების ასევე) რეკლამა გაუშვეს.

 

გავიდა დრო და კიდევ გადავამოწმე რეკლამა გადიოდა თუ არა და აღმოჩნდა, რომ კიდევ არ გადის. დღეს პასუხი მივიღე ასეთი, რომ ბატონ მამუკა ხაზარაძეს სურდა თავისი ახალი პარტიის „ლელოს" რგოლების გაშვება, შესაბამისად, ყველა რეკლამა შეწყდა კომპანიების გაუფრთხილებლად და მამუკას „ხათრით" და მისი ზემოდან ზარების მეშვეობით ორი დღე ბზრიალებდა „ლელოს" ვიდეოები.

 

გირჩევთ, თავი აარიდოთ „თბილისი ცენტრალში“ რეკლამის განთავსებას, რადგანაც შეიძლება მამუკა ხაზარაძის პარტიულ წინსვლას შეუწყოთ ხელი, თქვენ ბიზნესს კი მხოლოდ დააზარალებთ“, - განმარტავს ნუცა ხიდირბეგიშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner