logo_geo
eng_logo
საპატრიარქო პეტრე ცაავას შემცვლელის ეპისკოპოს გრიგოლის ბიოგრაფიული მონაცემებს აქვეყნებს
- +

2 ნოემბერი. 2019. 01:15

 

საქართველოს საპატრიარქო ეპისკოპოსი გრიგოლ კაციას ბიოგრაფიულ მონაცემებს აქვეყნებს, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიის დროებითი მმართველად დაინიშნა და პეტრე ცაავა შეცვალა.

 

„დაიბადა ქ. სოხუმში ექიმის ოჯახში. 1972 წელს.

 

მამა: ვლადიმერ გრიგოლის ძე კაცია, ექიმი-ქირურგი.

 

დედა: ლუდმილა დავითის ასული რუხაია, ექიმი-სტომატოლოგი.

 

1982 წელს მოინათლა სოხუმის საკათედრო ტაძარში.

 

1989 წელს დაამთავრა ქ. სარატოვის საშუალო სკოლა, ხოლო 1995 წელს სარატოვის სამედიცინო უნივერსიტეტი.

 

1997 წელს ჩაირიცხა ქ. მოსკოვის ასპირანტურაში _ სისხლძარღვთა და გულის ქირურგიის სამეცნიერო ცენტრში.

 

2000 წლის 29 ოქტომბერს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,გულის იშემიური დაავადების ქირურგიული მკურნალობა” და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

 

2004 წლის 7 მაისს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოტქორის წოდება.

 

2005 წელს საქართველოში დაბრუნდა.

 

2005-2010 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში.

 

2010 წლის 26 აგვისტოს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ბერად აღიკვეცა და სახელად გრიგოლი ეწოდა.

 

2010 წლის 28 აგვისტოს ამავე ტაძარში ეკურთხა დიაკვნად და განმწესდა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში.

 

2010 წლის 14 ნოემბერს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი და დაადგინა  თბილისის მამა დავითის წმ. დავით გარეჯელის სახელობის მამათა მონასტერში.

 

2013 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე გამოარჩიეს ეპისკოპოსად.

 

მისი კურთხევა მოხდა 2013 წლის 4 დეკემბერს სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში.

 

2015 წლის 13 იანვრიდან იგი აგარაკ-წალკის ეპარქიის მმართველია“, - წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

31 ოქტომბერს საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართა. სხდომიდან პირველი პეტრე ცაავა გამოვიდა, რომელმაც თქვა, რომ პატრიარქმა ის მღვდელმთავრობიდან გადააყენა.

 

მან ასევე განაცხადა, რომ „ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე“. მოგვიანებით მან ეს სიტყვები განმარტა.

 

სინოდის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პეტრე ცაავა წალკელმა ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლმა შეცვალა, ხოლო მეუფე იაკობს, რომელიც ამბობდა, რომ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ, მღვდელმთავრობა შეუნარჩუნდა.

 

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში განწესდა, თუმცა ის მისთვის ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტრის დათმობას ითხოვს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner