logo_geo
eng_logo
მარიამ ჯაში: ეს არის საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ შეუძლია ერთ კონკრეტულ პატიმარს სისტემის ჰუმანიზაცია
- +

3 ნოემბერი. 2019. 10:39

 

 

მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავჯდომარე მარიამ ჯაშმა რუსთავის #16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში 23 წლის მსჯავრდებული ნიკა ჩუგოშვილი გაცნობის მიზნით მოინახულა.

 

ნიკა ჩუგოშვილის მიერ კომიტეტისადმი მიმართული თხოვნის საფუძველზე, კანონმდებელმა უმაღლესი განათლების შესახებ კანონსა და პატიმრობის შესახებ კოდექსში შესატანად ცვლილება მოამზადა, რომელიც პარლამენტმა მიმდინარე სასესიო კვირაში დაჩქარებული წესით მიიღო. 

 

ცვლილებით,  დაბალი რისკის მქონე პატიმრებისთვის  უმაღლესი განათლების მაგისტრატურის საფეხურზე სწავლა ხელმისაწვდომი გახდა.

 

მარიამ ჯაშმა ნიკა ჩუგოშვილს ის სახელმძღვანელოები გადასცა, რომლებიც  პატიმარს მის მიერ შერჩეულ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პროცესში დასჭირდება.

 

„ნიკა ჩუგოშვილი სწავლის ყველა ეტაპზე იყო წარმატებული მოსწავლე, ფლექსის პროგრამის მონაწილე, კავკასიის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებული. მას გეგმები ჰქონდა საფრანგეთსა და ევროპის სხვა უნივერსიტეტებში  გაეგრძელებინა სწავლა, მაგრამ გარკვეული  გარემოებების გამო აღმოჩნდა სასჯელაღსრულების სისტემაში. მან ჩააბარა სამაგისტრო  პროგრამაზე და ის ბარიერი, რომლის გამოც სწავლას ვერ იწყებდა, აღმოფხვრილია. ძალიან სიმბოლურია, რომ ნიკა ხდება საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისიტრო პროგრამის სტუდენტი და მან პირველი ცვლილება საჯარო პოლიტიკაში უკვე განახორციელა თუნდაც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ეს არის საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ შეუძლია ერთ კონკრეტულ პატიმარს, როგორც სისტემის ჰუმანიზაცია, ასევე სხვა მსჯავრდებულებისთვის გზის გახსნა, რომ მათ გაუმარტივდეთ როგორც აკადემიურ, ისე პროფესიულ სივრცეში დაბრუნება“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner