„თუ ყოფილი მღვდელმთავარი პეტრე ამჯერადაც არ დაემორჩილა იმას, რაც განეწესა, ამაზე შემდეგ კიდევ იმსჯელებს სინოდი, მას არ აქვს უფლება, თვითნებურად აირჩიოს, რომელ მონასტერში უნდა ყოფნა“, - ამის შესახებ სასულიერო აკადემიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა, ეს ძალიან ვნებს ეკლესიას, ჩვენს ხალხს, მაგრამ არის კიდევ საშუალება იმისა, რომ ჭყონდიდის ყოფილმა მღვდელმთავარმა მორჩილებით მიიღოს ის, რაც განეწესა, რომ დამკვიდრდეს მონასტერში და სინანულში იყოს“, - განაცხადა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
მისივე თქმით, ჭყონდიდის მღვდელთმთავარმა არაერთხელ დაარღვია კანონიკური სამართალი.
„თუ ის ამჯერადაც არ დაემორჩილა იმას, რაც განეწესა, ამაზე შემდეგ კიდევ იმსჯელებს სინოდი. მას არ აქვს უფლება, თვითნებურად აირჩიოს, რომელ მონასტერში უნდა ყოფნა. თვითნებობამ მიიყვანა ის ამ უმძიმეს მდგომარეობამდე, რომელშიც იმყოფება. ამიტომ სწორი და სამართლიანია ის, რომ დაემორჩილოს პატრიარქისა და წმინდა სინოდის მითითებას“, - განაცხადა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.