logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ალბათ არაორდინარულები არ ვიყავით მე და ჩემი მეუღლე, როდესაც გაგვიჩნდა საშუალება, რომ ქვეყანას დავხმარებოდით
- +

9 ნოემბერი. 2019. 15:10

 

„განათლება გაძლევს პროფესიას, პროფესია კეთილდღეობისკენ გზაა“, - აცხადებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუში, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობას ეხება.

 

ბიძინა ივანიშვილი სტუდენტობის პერიოდს იხსენებს, როდესაც დიპლომი იყო უმოკლესი გზა და არა განათლება, არა შინაარსი, არამედ ფორმა.

 

მისი თქმით, საქართველოში განათლების დონემ მისი ყურადღება ჯერ კიდევ ასპირანტურაში სწავლის დროს მიიქცია.

 

„მე ჯერ კიდევ ასპირანტურაში ვსწავლობდი მოსკოვში, როდესაც პირველად მიიქცია ჩემი ყურადღება  საქართველოს განათლებამ და განათლების დონემ. ასპირანტურაში ეკონომიკაში ვაკეთებდი დისერტაციას და ფიზიკა-მათემატიკაში ვამზადებდი აბიტურიენტებს, ამით ვცხოვრობდი პრინციპში იქ. სტიპენდიის გარდა, სხვა შემოსავალი არ მქონია და დამხმარეც არ მყავდა. ამ ფონზე შევამჩნიე, რომ განათლების დონე და ატესტატებში ნიშნები იყო აცდენილი და ამან ჩემი გულწრფელი შეშფოთება გამოიწვია. მახსოვს, თბილისში დავბრუნდი, ჩემს მეგობრებს ეს მოვუყევი შეშფოთებულმა და წერილიც გავამზადე. ერთი ჩემი მეგობარი ხშირად წერდა და მას ვთხოვე დახმარება, რომ გამყოლოდა, „ახალგაზრდა კომუნისტი“ იყო მაშინ და იქ მინდოდა დაბეჭდვა ამაზე, რომ განგაში დავიწყოთ ქართველებმა, რომ სკოლებში თუ სწავლის დონე არ აიწია ოდესღაც, ის დამოკიდებულება გახსოვთ საბჭოთა კავშირის დროს, დამახინჯებული სისტემა, რომ დიპლომი იყო უმოკლესი გზა და არა განათლება, არა შინაარსი, არამედ ფორმა და ეს იყო მძიმე დრო. მე მაშინ მოვახერხე და გულწრფელად, ჩემმა სამეგობრომ იცის, რომ გონგის შემოკვრა გადავწყვიტე, რომ თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ოდესღაც ქართველებს ძალიან გაგვიჭირდეს, როდესაც სიტუაცია შეიცვლება და არა დიპლომს, ჭეშმარიტად ცოდნას დაედება ფასი. მახსოვს, „ახალგაზრდა კომუნისტში“ წერილი მივიტანე, არ დამიბეჭდეს, იმედგაცრუებული წამოვედი, მაგრამ აქედან მოყოლებული და ეს ბუნებრივი პროცესია, რა თქმა უნდა, შესაბამისად, ალბათ, არაორდინარულები არ ვიყავით მე და ჩემი მეუღლე, როდესაც პირველი ბჭობა დავიწყეთ, გაგვიჩნდა საშუალება, რომ ქვეყანას დავხმარებოდით. ეს იყო, მე მგონი, 1992 წელი. უნივერსიტეტის მშენებლობა თავში აზრადაც არ მოგვსვლია, იმიტომ რომ არსებული უნივერსიტეტები იყო. იმ პერიოდში სკოლები ცუდ დღეში იყო, მოგეხსენებათ და ის ამბიცია, რომ ახალი გააკეთო, აზრადაც არ მოგვსვლია, რომ ჩვენ უნივერსიტეტის მშენებლობა დაგვეწყო მაშინ. არსებულის დახმარებას ვახერხებდით“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner