ჟურნალისტი და საინფორმაციო სააგენტო „ექსკლუზივნიუსის“ დამფუძნებელი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს.
„არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ მაჟორიტარების გაკეთებული საქმე ჯერ იქნებ მანახოს ვინმემ და გეფიცებით, ბოდიშს მოვუხდი ყველა იმ დეპუტატს, რომლებიც დღეს თავიანთ კეთილდღეობას ვერ შეელივნენ და დეპუტატის „მომავალ“ მანდატზე უარი ვერ თქვეს... მათ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, ცხადია, საკუთარი ინტერესები დააყენეს... ჰოდა, რადგანაც ყველა თქვენგანის საქმიანობის შესახებ, საყოველთაოდ ცნობილია, რას აკეთებთ და ვისი დახმარებით აკეთებთ, ის, რომ დეპუტატობა მხოლოდ თქვენი ბიზნესის ლობირებისთვის გჭირდებათ და სინამდვილეში, რომ უძრავად დევხართ, და ყრიხართ გვამებივით პარლამენტში, თქვე მართლა უნამუსოებო, ხალხის კისერზე რომ ზიხართ ამდენი წელია და ქვეყანას ბალახივით რომ პარსავთ, თქვე ქვეყნის და ხაზინის ქურდებო...
ყველა თქვენგანის ბიზნესები უნდა გასაჯაროვდეს, ასევე ის, თუ რა სიამტკბილურ-კოჰაბიტაციურ-სიყვარულობაში ხართ ჩამკვდარი ერთმანეთთან მაჟორიტარი-ქოცები, სისხლისმსმელ ნაცებთან... სინამდვილეში, დილით რომ ერთმანეთს ხოცავთ, საღამოს რესტორნებში ქეიფობთ და ერთმანეთს ლოკავთ...
რეალურად, ამ თქვენი უგნური გადაწყვეტილებით, ხელი შეუწყვეთ იმას, რაც ახლა ხდება რუსთაველზე… ყველა დორბლიანმა, დუჟმომდგარმა და გაუწონასწორებელი ფსიქიკის ნაცმა, ასევე მათთან ასოცირებულმა, ორკაციანი პარტიის ლიდერებმა, თავი მოიყარეს რუსთაველზე და შეხმატკბილებულად, დაუზოგავად ლანძღავენ იმ კაცს, ვინც თქვენ საერთოდ, „კაცებად“ და მილიონრებად გაქციათ... თქვე მართლაც გაუმაძღარო, მუცელღორება მონებო… რომ არა ბიძინა ივანიშვილი, საერთოდ რას წარმოადგენდით?… არაფერს… კარის მეზობლებიც კი არ გიცნობდათ ზოგიერთს… ზოგი თქვენი მილიონების მწყემსად ხართ პარლამენტში და ზოგს კიდევ, ცხრაკლასიანი განათლებაც კი არ გაქვთ.. საშუალო სკოლაც არ გაქვთ დამთავრებული, ოროსნებო... ეს პოლიტიკური ფარსი, რაც პარლამენტთან ჯერჯერობით დაბალი ტემპერატურითა და 2 ათასამდე კაცით არის წარმოდგენილი, მაგრამ თუკი მათი დუღილის აწევა მოხერხდა, ეს თქვენი დიდი დამსახურება იქნება, „მაჟორიტარებო“, და ქართველი ხალხი არავის არ დაეკითხება, დამსახურებულად გაგიფინოთ ფეხქვეშ და მატლებივით გაგსრისოთ... ღირსიც იქნებით და ეჭვიც არ შეგეპაროთ, ასეც მოხდება…
ახლა, ვინმე არ გაბრიყვდეს და ზედმეტი სიტყვა არ თქვას, ეს რა გვაკადრაო, თორემ დავყრი ფაქტებს, თქვენი უვარგისობისა და ნაძირლობის შესახებ, თქვე გაიძვერებო… მიხვდით, რომ თქვენ მომავალში მანდ არავინ მიგაყნოსინებთ და ბოლო შანსი გამოიყენეთ იმისთვის, რომ არიოთ ქვეყანა და გააკეთოთ, ისევ და ისევ, მიშა ფაშისტის საქმე… ეტყობა, გავრილოვი არ გეყოთ, თქვე მართლაც მუცელღორება მონებო… დარწმუნებული იყავით, ამ ფაქტს ქართველი ერი არ დაივიწყებს და ყველა თქვენგანის სახელს ღირსების სამსჯავრო ბოძზე გააკრავს…..საბოლოოდ კი, თქვენ ყველა ერთად, ხალხის ზიზღითა და ფურთხით დატოვებთ პარლამენტს და პოლიტიკას...“ - წერს ლიპარტელიანი.