logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: უმრავლესობის სხდომაზე განვიხილეთ, თუ რა მუშაობა მიმდინარეობს, რომ ჩვენი ექიმი ოკუპანტების ხელიდან დავიხსნათ
- +

16 ნოემბერი. 2019. 14:58

 

„ცხინვალში ჩვენი ექიმის უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდება“, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

„უმრავლესობის რიგებში მყოფმა ექიმებმა ინიციატივა გამოიჩინეს და ცხინვალში ჩვენი ექიმის უკანონო დაპატიმრებასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდება. სწორედ ამასთან დაკავშირებით, მოკლე მიმოხილვა იყო, თუ რა მუშაობა მიმდინარეობს, რათა ეს ადამიანი დავიხსნათ ოკუპანტების ხელიდან“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ გაიტაცეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. ოსური მედიის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner