logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: დღეს, არტიის ოფისთან 2-3 ათეული ადამიანი იყო და ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნებოდა ადამიანს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა
- +

16 ნოემბერი. 2019. 15:10

 

„დღეს პარტიის ოფისთან 2-3 ათეული ადამიანი იყო და ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნებოდა ადამიანს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა“, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი ირაკლი კობახიძე უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ „ქართულ ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციასა და განვითარებულ მოვლენებს.

 

„ჭიქაში ქარიშხალს ნუ შევქმნით. მე ახლა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერს ვუყურებდი და რეალურად დღეს პარტიის ოფისთან 2-3 ათეული ადამიანი იყო და ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნებოდა ადამიანს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა. ჭიქაში ქარიშხალი არ უნდა შეიქმნას. ყველაფერი იქნება მშვიდად. ისინი, ჩვენი ოპონენტები თუ რადიკალური ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებენ, შემდეგი არჩევნებისთვის კიდევ უფრო მეტს წააგებენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

დღეს „ქართული ოცნების“ ოფისთან მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ წევრები და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეები უმრავლესობის წევრებს ოფისში შეძახილებით „მონებო“ აცილებდნენ. „ქართული ოცნების“ ოფისთან პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება და შეხლა-შემოხდა რამდენჯერმე მოხდა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner