„არ ვკამათობ, მაჟორიტარული სისტემა სჯობია, შერეული თუ პროპორციული, უბრალოდ, ჩავხედე ადამ კინზინგერის ბიოგრაფიას“, - ასე ეხმიანება ექსპერტი გია აბაშიძე პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებასთან დაკავშირებით აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საქართველოსთან თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარის ადამ კინზინგერის განცხადებას.
მისი თქმით, 41 წლის ადამ დენიელ კინზინგერი რესპუბლიკელია. 2010 წლიდან კონგრესშია, როგორც ილინოისის შტატის ერთ-ერთი მაჟორიტარი.
„ახლახან, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საქართველოსთან თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ ადამ კინზინგერმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებაზე დაწერა, რომ ის გაოგნდა. ამერიკელი კონგრესმენი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყონებლივ განაახლოს მოლაპარაკებები და გამოასწოროს ვითარება.
41 წლის ადამ დენიელ კინზინგერი რესპუბლიკელია. 2010 წლიდან კონგრესშია, როგორც ილინოისის შტატის ერთ-ერთი მაჟორიტარი. არ ვკამათობ, მაჟორიტარული სისტემა სჯობია, შერეული თუ პროპორციული. უბრალოდ, ჩავხედე მის ბიოგრაფიას და გაგიზიარეთ. კინზინგერი მაჟორიტარია, that's it“, - წერს გია აბაშიძე.