logo_geo
eng_logo
ლევან კობერიძე: ჩემს კოლეგა ოს ექიმებს თხოვნით მოგმართავთ, ყველაფერი გააკეთეთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლდეს
- +

16 ნოემბერი. 2019. 17:15

 

 

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე მოუწოდებს ოს ექიმებს, რომლებიც ცხინვალის რეგიონში მუშაობენ, გააკეთონ ყველაფერი, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი დროულად გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან.

 

დეპუტატი თავის მიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს:

 

„მოგმართავთ თქვენ, როგორც ექიმი ექიმებს - ჩვენ გვაერთიანებს მინიმუმ ჰიპოკრატეს ფიცი, რომლითაც პაციენტის მკურნალობა არის უზენაესი დანიშნულება ექიმის და არ ცნობს არანაირ ბარიერებს ნებისმიერი სახის დაპირისპირების ან ომის პირობებშიც კი. ცხინვალის რეგიონის უამრავი მცხოვრები, თქვენივე ოჯახის წევრები, მეგობრები, მეზობლები, შვილები გადიან მკურნალობას საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიის კლინიკებში, როდესაც თქვენი დახმარება აღარ არის საკმარისი და ამას აკეთებენ სწორედ ისეთი ექიმები, როგორიცაა ვაჟა გაფრინდაშვილი. ის მიდიოდა პაციენტთან სწორედ იმ საექიმო ფიცის რწმენით, რომელიც, არ გამოვრიცხავ, ბევრ ჩვენგანს ერთადაც კი გვაქვს დადებული ჩვენს საერთო „ალმა მატერში“ თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში. მოგმართავთ თხოვნით, გააკეთეთ ყველაფერი, რაც თქვენს შესაძლებლობებშია, მოსთხოვეთ, ვისაც ჩათვლით საჭიროდ, რომ დროულად გათავისუფლდეს უკანონო ტყვეობიდან  და დაუბრუნდეს თავის ოჯახს და საექიმო საქმიანობას თქვენივე კოლეგა, ღირსეული ადამიანი და პროფესიონალი  ვაჟა გაფრინდაშვილი!

 

იმედი მაქვს, ეს ჩემი მოწოდება მიიქცევს თქვენს ყურადღებას და რეაგირებაც იქნება შესაბამისი! მადლობა წინასწარ!“ - წერს ლევან კობერიძე სოციალურ ქსელში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner