საახალწლო განათებების მონტაჟთან დაკავშირებით წერეთლის გამზირის ზოგიერთი ნაწილი გადაიკეტება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 და 17 ნოემბერს, ღამის საათებში, აკაკი წერეთლის გამზირის ზოგიერთი ნაწილი ეტაპობრივად გადაიკეტება.
16, 17 ნოემბერს 23:00 საათიდან 07:00 საათამდე წერეთლის გამზირზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი განხორციელდება.
სამუშაოები, აკაკი წერეთლის გამზირზე, თორნიკე ერისთავის ქუჩიდან - გიორგი ცაბაძის ქუჩის მიმართულებით მოხდება. სწორედ სამუშაოებიდან გამომდინარე, გამზირზე გზა ეტაპობრივად გადაიკეტება.
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!“ - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.