მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„დღევანდელმა დღემ დიდი კონსტანტინეს, „დიდოსტატის მარჯვენა“ გამახსენა. ესენი, ახლა ერთი კაცის სიძულვილმა გააერთიანა, თორემ მერე, ერთმანეთს ისე დაერევიან და დაკორტნიან, რომ ვაი, მართლა მაშინ, შე საცოდაო საქართველო“, - წერს ია მეტრეველი.