logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ემანდ ხელი არაფერზე წაგიცდეთ, თორემ მერე გაიგებთ, ვის რა შეუძლია, მართლა გაგხევთ ნაკერავზე!
- +

17 ნოემბერი. 2019. 18:21

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„თქვე მართლა ფარჩაკებო, 5 ათას კაცსაც რომ ვერ აგროვებთ და რამდენსაც აგროვებთ, იქიდან უმეტესობა რომ დებილი და უვიცია, საერთოდ რომ არ იცის, რას ნიშნავს პროპორციული, შერეული თუ მაჟორიტარული სისტემა, ასე გინდათ ქვეყანაში ცვლილებების განხორციელება?!

 

ამხანაგმა ღრიღოლმა განაცხადა, ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებასო, ამაღამ გამოჩნდება, რა შეგვიძლიაო.

 

ემანდ ხელი არაფერზე წაგიცდეთ, თორემ მერე გაიგებთ, ვის რა შეუძლია, მართლა გაგხევთ ნაკერავზე!“ - წერს ზედელაშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner