logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ნინო ლომჯარიას განცხადება აბსოლუტურად გაცდენილი იყო ომბუდსმენის უფლებამოსილების სფეროს
- +

18 ნოემბერი. 2019. 15:41

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადება გაცდენილი იყო ომბუდსმენის უფლებამოსილებას.

 

„როგორც ჩანს, იმ მომენტში, როდესაც ომბუდსმენი განცხადებას აკეთებდა, მას დაავიწყდა, რომ დღეს უკვე არის ომბუდსმენი. მე არ მინდოდა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება. მისი განცხადება აბსოლუტურად გაცდენილი იყო ომბუდსმენის უფლებამოსილების სფეროს, ომბუდსმენის არსს“, - განაცხადა კობახიძემ.

 

შეგახსენებთ, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ პარლამენტის პიკეტირება არ არის კანონიერი, თუმცა, ამ უკანონობაზე ის დეპუტატები არიან პასუხისმგებელნი, ვინც პროპორციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner