logo_geo
eng_logo
ქუთაისში, კლდიაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
- +

27 ნოემბერი. 2019. 13:29

 

ქუთაისში, დავით კლდიაშვილის ქუჩაზე, ხანძარი სამსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.

 

შედეგად დამწვარია სახლის მანსარდა და მასში არსებული საოჯახო ნივთები. ასევე, სასხვენო გადახურვის ხის კონსტრუქციები.

 

არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.

 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 20 ადამიანისგან შემდგარი ცოცხალი ძალის შემადგენლობით. ასევე, მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner