logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ოპოზიციისთვის არაფრის შეთავაზების ინტერესი არ გვაქვს, მათ უნდა შემოგვთავაზონ, ჩვენ შეგვიძლია ქუჩაში დარჩენა შევთავაზოთ
- +

30 ნოემბერი. 2019. 11:29

 

 

„ჩვენ არაფრის შეთავაზების ინტერესი არ გვაქვს, მათ უნდა შემოგვთავაზონ. ჩვენ შეგვიძლია მაგალითად, ქუჩაში დარჩენა შევთავაზოთ", - ასე უპასუხა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, დღეს გამართულ შეხვედრაზე რას შესთავაზებს ხელისუფლება ოპოზიციას კონსენსუსის მისაღწევად.

 

„ჩვენ არაფრის შეთავაზების ინტერესი არ გვაქვს, მათ უნდა შემოგვთავაზონ. ჩვენ შეგვიძლია მაგალითად, ქუჩაში დარჩენა შევთავაზოთ. ისინი ქუჩაში თუ დარჩებიან, ჩვენ ეს პოლიტიკურად უფრო მეტად გვაწყობს, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ისინი ყოველდღიურ რეგრესს განიცდიან. ამიტომ შეთავაზება მათ უნდა გააკეთონ“, - განაცხადა კობახიძემ.

 

მისივე თქმით, თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ოპოზიცია ხელისუფლებას კონსტიტუციასთან თავსებად და რაციონალურ ვარიანტს შესთავაზებს, მისი განხილვა შესაძლებელია.

 

კობახიძემ შეხვედრის დაწყებამდე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი „გერმანული მოდელი“ კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

 

„საუბარი გვექნება კონკრეტულ შემოთავაზებებზე. თუ ოპოზიციას აქვს კონსტიტუციასთან თავსებადი და ყველა თვალსაზრისით რაციონალური შემოთავაზება, ბუნებრივია, შეგვიძლია განვიხილოთ. ანუ ამ შემთხვევაში კრიტერიუმი იქნება კონსტიტუციასთან თავსებადობა და რაციონალურობა. როგორც იცით, მათი მხრიდან შემოთავაზებულია ე.წ. გერმანული მოდელი, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ მკაფიო სამართლებრივი პოზიცია გვაქვს. გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ეწინააღმდეგება „გერმანული მოდელი“ საქართველოს კონსტიტუციას და მზად ვართ, კოლეგები დავარწმუნოთ ამაში. როცა ვამბობ „გერმანულ მოდელს“, ვგულისხმობ ამ მოდელის იმ ვარიანტს, რომელიც ოპოზიციის მხრიდან არის შემოთავაზებული. ეს ვარიანტიც, ისევე როგორც კლასიკური ვარიანტი, თანაბრად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ჩვენ ანგარიშს ვუწევთ საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც გამოხატეს ინტერესი, რომ შეხვედრა შემდგარიყო. ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია. მზად ვართ, ეს ყველაფერი განვიხილოთ“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner