logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ფსევდომედასავლეთეებო, თუ გეი-აღლუმები ვერ წაგვართმევს ქართველობას და ერთი რუსული კულტურის ცენტრი წაგვართმევს?!
- +

30 ნოემბერი. 2019. 11:42

 

 

„ასეთი ქვეყანა ვართ, ჩალადახურული, ვინც დღევანდელი მაჟორიტარული მოდელი მიიღო, აპროტესტებს და თავზე გვამხობს ამ სისტემას. ვინც 2008(!) წელს ოკუპანტ ქვეყანასთან კულტურულ თანამშრომლობას ითხოვდა, 2019-ში კულტურის ოთახის გახსნას ეწინააღმდეგება“, - ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ფსევდომედასავლეთეებო, თუ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ და გეი-აღლუმები ვერ წაგვართმევს ქართველობას და ერთი რუსული კულტურის ცენტრი წაგვართმევს?! თქვენს ლოგიკაზე ვსაუბრობ, თორემ, როგორ დავწერო კულტურულად, ფილმსაც, აღლუმსაც და კულტურის ცენტრსაც ჩვენი კოლექტიური „ფიზკულტურული პრივეტი!“

 

მაგ ფილმის სანახავად თუ იყო ხალხი, აქაც მივა ერთი მაგდენი, ან ნაკლები და დამთავრდება მაგით მთელი ალიაქოთი. რუსეთს მაინცდამაინც ახლა მოუნდა, აქციების ფონზე. მუხტია საჭირო. იციან მოჰყვება დიდი ფსევდო ალიაქოთი. დაიწყეს უკვე „ვერ გაიხსნებაო“. ჰოდა, ის მახსენდება, რუსული კულტურის ხალხი რომ არიან, ომიდან 3 თვეში კრემლს ნამდვილ, გულანთებულ ფიზკულტპრივეტებს რომ უგზავნიდნენ, კულტურული კავშირების გასაუმჯობესებლად. ასეთი ქვეყანა ვართ, ჩალადახურული, ვინც დღევანდელი მაჟორიტარული მოდელი მიიღო, აპროტესტებს და თავზე გვამხობს ამ სისტემას. ვინც 2008(!) წელს ოკუპანტ ქვეყანასთან კულტურულ თანამშრომლობას ითხოვდა, 2019-ში კულტურის ოთახის (აბა სასახლეს ხომ არ ააშენებენ?!) გახსნას ეწინააღმდეგება. ბრბოდ გვთვლიან... ისე, ასეთ ქცევებს ორმაგი სტანდარტი ჰქვია, რომელსაც, მეორენაირად, უტიფრობა შეგვიძლია ვუწოდოთ“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner