logo_geo
eng_logo
ელიზაბეთ რუდი: ვიმედოვნებ, დიალოგის მონაწილეები აჩვენებენ, რომ იზიარებენ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვას, რათა...
- +

30 ნოემბერი. 2019. 12:41

 

 

„ვიმედოვნებ, შეხვედრის მონაწილეები აჩვენებენ, რომ ისინი იზიარებენ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვას, რათა იპოვონ ვითარების მოგვარების საუკეთესო გზა, რომელიც საქართველოს ინტერესებში შედის“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა განაცხადა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრაში მონაწილეობს.

 

„ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ დღეს ეს დიალოგი დაიწყო. ვფიქრობთ, აღნიშნული დიალოგი შესაძლებლობების მოძებნა იქნება და არა მათი გამორიცხვა. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს USAID-ის მეშვეობით დაწყებულ დიალოგს. ამასთან ერთად, ძალიან მოხარული ვართ, რომ დიალოგს ესწრება ვენეციის კომისიის წარმომადგენელი, რომელიც აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით წარმოადგენს რჩევებსა და ექსპერტულ შეხედულებებს. პირადად მე, აქ ვიმყოფები იმისთვის, რომ მხარი დავუჭირო პროცესს ევროკავშირის დელეგაციისა და გერმანიის ელჩებთან ერთად.

 

იმედი მაქვს, დიალოგში მონაწილე ყველა პირი აჩვენებს, რომ საქართველოს შეუძლია, დაემყაროს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ამასთან ერთად ვიმედოვნებ, მონაწილეები აჩვენებენ, რომ ისინი იზიარებენ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვას, რათა იპოვონ ვითარების მოგვარების საუკეთესო გზა, რომელიც საქართველოს ინტერესებში შედის“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

 

საქართველოს ხელისუფლებისა და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა, დიპლომატების მონაწილეობით, დაახლოებით 10:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner