სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობის მიზნით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი საქართველოს სხვადასხვა მხარის კოოპერატივების წარმომადგენლებისათვის „საძოვრების მდგრადი მართვის“ ტრენინგებს ახორციელებს.
ტრენინგის ფარგლებში განხილული იყო: საქართველოს სხვადასხვა კუთხის საძოვრების მდგრადი მართვის პრინციპები. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 2019 წლის ბოლომდე სხვადასხვა ტრენინგის საშუალებით საქართველოს მასშტაბით 300-მდე მეპაიის გადამზადებას გეგმავს.