logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ჩვენს ურყევ პოზიციად დარჩა ის, რომ „გერმანული მოდელი“ არის ანტიკონსტიტუციური
- +

30 ნოემბერი. 2019. 17:04

 

„ე.წ. გერმანული მოდელი, რომელსაც ოპოზიცია ითხოვდა, არის თუ არა კონსტიტუციური, შედგა ღრმა მსჯელობა, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური. ჩვენს ურყევ პოზიციად დარჩა ის, რომ ეს მოდელი არის ანტიკონსტიტუციური და ამაზე მომდევნო დებატები ვეღარ გაიმართება“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკინმა ოპოზიციის, ხელისუფლების და დიპლომატების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე თქმით, სხვა შემოთავაზებები გაჟღერდა უცხოელი კოლეგებისგან და თუ ეს შემოთავაზებები ძალაში დარჩება, „ქართული ოცნება“ ის ძალაა, „რომლისთვისაც მთავარი ქვეყანაა და, რა თქმა უნდა, დიალოგისთვის მზად არის“.

 

„მაგრამ ჩვენი პოზიცია ურყევია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განხორციელდება, საკონსტიტუციო მოდელი, რაც წერია კონსტიტუციაში არის ძალაში და „გერმანული მოდელი“ არის ანტიკონსტიტუციური. თუმცა, თუ იქნება სხვა რაიმე ტიპის შემოთავაზებები, რომლის შესახებაც გარკვეული მინიშნებები უცხოელი კოლეგებისგან გაკეთდა და თუ ეს შემოთავაზებები ჯდება იმ კონსტიტუციაში, რომელიც დღეს არის მოქმედი და 2020 წლის არჩევნებზე იქნება მოქმედი, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ არ დაიზარებს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

თეა წულუკიანის განცხადებით, ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა ვერანაირი არგუმენტი, რომლითაც „გერმანული მოდელის“ კონსტიტუციურობა წარმოჩინდებოდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner