logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: გარკვეული პასუხისმგებლობა 2020 წლის არჩევნებზე, ოპოზიციურმა პარტიებმაც უნდა აიღონ
- +

30 ნოემბერი. 2019. 17:24

 

 

„თარიღის შეცვლის გადაწყვეტილებაზე საკმარისი ხმები რომ ვერ მოგროვდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ასრულებს დემოკრატიულ განვითარებას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის, ხელისუფლების და დიპლომატების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„ე.წ. გერმანული მოდელი, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერდით ერთი წლის წინ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა სურვილი, შეცვლილიყო პროპორციული არჩევნების თარიღი 2024 წლიდან 2020 წლამდე, თუმცა, ამ გადაწყვეტილებას ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში საბოლოო ჯამში, ქვეყნის პარლამენტი იღებს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა, რა თქმა უნდა, ჩვენც გულდაწყვეტილები ვართ, რომ ასეთი გადასვლა ვერ მოხდა, თუმცა, ყველამ უნდა მიიღოს, რომ ეს არის პარლამენტის გადაწყვეტილება და უნდა გავაგრძელოთ მოძრაობა. თარიღის შეცვლის გადაწყვეტილებაზე საკმარისი ხმები რომ ვერ მოგროვდა, ეს არ არის პოლიტიკური პროცესის შეწყვეტა, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ასრულებს დემოკრატიულ განვითარებას. ჩვენ რასაც ვგეგმავთ, არის ის, რომ მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის, ჩვენ მას აუცილებლად დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩავატარებთ. გარკვეული პასუხისმგებლობა 2020 წლის არჩევნებზე, რა თქმა უნდა, ოპოზიციურმა პარტიებმაც უნდა აიღონ. დღეს, კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ „გერმანული მოდელი“ არ არის შესაბამისი საქართველოს კონსტიტუციასთან. ამაზე მომდევნო კონსულტაციებში შესაძლოა, კიდევ დავხარჯოთ დრო. ჩვენ თავიდანვე რამდენიმეჯერ მოვუწოდეთ ოპოზიციას, რომ დავუბრუნდეთ ნორმალურ პროცესს, დავუბრუნდეთ პოლიტიკურ განხილვებს და დისკუსიებს, რა თქმა უნდა, ამისთვის მზად ვიქნებით მომავალშიც“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner