საახალწლო განათებების მონტაჟის გამო პეტრე მელიქიშვილის ქუჩა ორი ღამის განმავლობაში გადაიკეტება, - ამის შესახებ თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.
„დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა ორი ღამის განმავლობაში გადაიკეტება.
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 1 დეკემბერს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, ხოლო 2 დეკემბერს, ასევე 00:00 საათიდან 07:00 საათამდე გაგრძელდება.
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!“ - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.