logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: შეხვედრაზე უშუალოდ მოძრაობა „სირცხვილიას" წარმომადგენლები იყვნენ გრიგოლ ვაშაძე და გიგა ბოკერია
- +

30 ნოემბერი. 2019. 18:52

 

 

„შეხვედრაზე უშუალოდ მოძრაობა „სირცხვილიას" წარმომადგენლები იყვნენ გრიგოლ ვაშაძე და გიგა ბოკერია“, - ასე უპასუხა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ დაესწრო ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართულ შეხვედრას მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენელი.

 

„შეხვედრის ფორმატზე კონსულტაციები გვქონდა საერთაშორისო პარტნიორებთან. ვფიქრობთ, ყველაზე რაციონალური ფორმატი იქნა შეთავაზებული - ეს იყო ყოფილი თავმჯდომარეების ფორმატი. შემდეგ ოპოზიციისგან მივიღეთ წინადადება, რომ ამ სიას დამატებოდნენ გრიგოლ ვაშაძე და ირმა ინაშვილი, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. უშუალოდ მოძრაობა „სირცხვილიას" წარმომადგენლები იყვნენ ვაშაძე და ბოკერია. მათ დააფიქსირეს ამ მოძრაობის სახელითაც პოზიციები, ჩვენ ასე მივიღეთ, რადგან ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner