logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს, რომლებთან თანამშრომლობით TANAP-ის გაზსადენის პროექტი შედგა
- +

30 ნოემბერი. 2019. 18:56

 

 

 

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს, რომლებთან თანამშრომლობით TANAP-ის გაზსადენის ისტორიული პროექტი შედგა“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა TANAP-ის პროექტის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, TANAP-ის გაზსადენი საქართველოს გავლით შედის ანატოლიაში და ამაში თავად საქართველოს ძალისხმევა დიდია.

 

„ამაყი ვარ, რომ მოთმინებითა და ძალისხმევით, თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობლივი 7 წელიწადნახევრიანი თანამშრომლობის გრძელი პერიოდი წარმატებით დასრულდა.

 

პრეზიდენტ ალიევის პირადი ძალისხმევითა და საქართველოს ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი ამ პროექტის დათქმულ ვადებში ასეთი წარმატებით დასრულება“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner