შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა საგზაო უსაფრთხოების კამპანიის „მეტი სიცოცხლისთვის“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები დაიწყო. პირველი და მეორე კლასის მოსწავლეებისთვის თბილისის N103 საჯარო სკოლაში საგზაო უსაფრთხოების თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიმართა. პატრულ-ინსპექტორებმა ბავშვებს საგზაო უსაფრთხოების აუცილებელ წესებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.
პრაქტიკულ გაკვეთილზე მშობლების ჩართულობით ბავშვებმა ზებრაზე წესების დაცვით გადასვლა და საგზაო მოძრაობის სხვა აუცილებელი წესები ისწავლეს. მოსწავლეებმა თეორიულ გაკვეთილზე შეძენილი ცოდნა პრაქტიკაში განახორციელეს.
კამპანიის ფარგლებში სკოლებში ვიზიტი მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება. სწავლების მიზანი ცნობიერების ამაღლება და საგზაო უსაფრთხოების პრევენციაა.
პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში ტარდება.