logo_geo
eng_logo
მეუფე ნიკოლოზი მეუფე პეტრეზე: სინოდის გადაწყვეტილებით კი არ განაყენეს, მან თავისი თავი განაყენა თავისი საქციელით
- +

1 დეკემბერი. 2019. 15:03

 

„ჩვენ არ ვსჯით ადამიანს, ეკლესიაში ასე არ ხდება. სინოდის გადაწყვეტილებით კი არ განაყენეს, მან თავისი თავი განაყენა თავისი საქციელით და ჩვენ ეს დავაფიქსირეთ. თუ ახლა ის თავის საქციელით თავის თავს უკან ეკლესიაში დააბრუნებს, ამ შემთხვევაში, ამასაც დავაფიქსირებთ და იმასაც, თუ კიდევ უფრო შორს წავა“, - ამის შესახებ კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რითაც მეუფე პეტრე ცაავასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

 

„ადამიანს ბერობის აღქმა აქვს დადებული ღვთის წინაშე და ამას არასდროს არაფერი ცვლის. კაბა, გინდა გაიხადოს, გინდა ჩაიცვას, საბჭოთა კავშირის დროს კაბის ჩაცმა საერთოდ არ შეიძლებოდა, მაგრამ ბერებიც იყვნენ, მღვდლებიც და მღვდელმთავრებიც. თქვენ სიტყვა სასჯელი არასწორად გესმით, საერო სასამართლო ადამიანს დარღვევისთვის სასჯელს შეუფარდებს, ჩვენ ასე არ ვცხოვრობთ, ასე არ გვესმის ეს საკითხი, კი არ ვსჯით ჩვენ ადამიანს, ჩვენი სასჯელი არის ეპიტიმია, რომელიც ადამიანს დანაშაულს უმსუბუქებს, ჩვენ შეიძლება იძულებული გავხდეთ, რომ რაღაცა დავაფიქსიროთ, რომ ადამიანი ეკლესიის გარეთ არის, რაც არის საეკლესიო სასჯელის არსი და ეს სიტყვა სასჯელიც ძალიან პირობითია“, - განაცხადა მეუფემ ნიკოლოზმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner