„დესტრუქციული ძალების მხრიდან პროვოკაციული აქციების მიმდინარეობის ფონზე ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების გახსნა დასტურია იმისა, რომ ქვეყანა წინ მიდის და საერთაშორისო კავშირებს აძლიერებს“, - წერს სოციალურ ქსელში ეკონომიკის ექსპერტი ოთარ ანგურიძე.
ანგურიძის თქმით, დესტრუქციული ძალების მხრიდან ქუჩაში მიმდინარე პროვოკაციული აქციების ფონზე, ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების გახსნა დასტურია იმისა, რომ ქვეყანა მიდის წინ და უფრო მეტად აძლიერებს საერთაშორისო კავშირებს.
„საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სატრანზიტო პროექტები ქვეყანას უფრო მეტად წარმოაჩენს გლობალურ რუკაზე, როგორც ორი კონტინენტის მაკავშირებელ ხიდს.
აღსანიშნავია, რომ TANAP-ის მილსადენის წლიური გამტარუნარიანობა დასაწყისში 16 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იქნება, საიდანაც 1,1 მლრდ კუბურ მეტრ გაზს საქართველო მიიღებს სატრანზიტო წილის სახით. ხოლო საქართველოს გაზის წლიური მოხმარება 2,7 მლრდ კუბურ მეტრამდეა. არსებული მილსადენი პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან, რადგან ამ გაზსადენით ბუნებრივი აირი მიეწოდება ევროკავშირის სამხრეთ ქვეყნებს, რაც ბუნებრივად უწყობს ხელს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის ზრდას. საერთაშორისო პროექტები ხაზს უსვამს საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობას, რაც საერთაშორისო თანამეგობრობებისა და ინვესტორების თვალში ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს ზრდის. ამასთან, იმ ფონზე, როცა ქუჩაში მიმდინარეობს დესტრუქციული ძალების მხრიდან პროვოკაციული აქციები და იხსნება ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები დასტურია იმისა, რომ ქვეყანა მიდის წინ და უფრო მეტად აძლიერებს საერთაშორისო კავშირებს“, - წერს ოთარ ანგურიძე.
პროექტის ინაუგურაცია გუშინ შედგა. პროექტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივად დააჭირეს ხელი სიმბოლურ ღილაკს, რომლითაც ბუნებრივი აირის ნაკადი აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით ამ პროექტის ფარგლებში პირველად გაეშვა.