logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: არანაირი კონტრაქცია არ იგეგმება - დაწყნარდნენ, ქუჩის გზა თვითონ აირჩიეს და იმ ქუჩაში ნუ კანკალებენ ახლა
- +

2 დეკემბერი. 2019. 18:14

 

 

„არანაირი კონტრაქცია არ იგეგმება არსად. დაწყნარდნენ, ქუჩის გზა თვითონ აირჩიეს და იმ ქუჩაში ნუ კანკალებენ ახლა“, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნება“ კონტრაქციას გეგმავს.

 

„ნუ ავრცელებენ ჭორებს, კონტრაქცია და რაღაცებს ნუ იხვეწებიან იქიდან. თუ უნდათ ქუჩის აქციები, იმოქმედონ როგორც უნდათ, ოღონდ ახლა კანკალს თავი დაანებონ და შიშებს, რომ ვაიმე კონტრაქცია ხომ არ იგეგმება. ასეთი გამოხდომები და შიშები თუ ჰქონდათ, დაენებებინათ მაშინ იმ დესტრუქციისთვის თავი, რასაც თვითონ მიმართავენ, მაგრამ დამშვიდნენ, დაწყნარდნენ, კონტრაქციები არ იგეგმება. მე ჩვენ მომხრეებსაც მოვუწოდებ, ნუ აჰყვებიან ამ გაცვეთილი „კმარელების“ გამოხდომებს და ნუ წამოეგებიან პროვოკაციაზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

აქვე მან განმარტა, რომ „კმარელებში“ 20-22 წლის ახალგაზრდებს არ გულისხმობს და თავის თავზე ნუ მიიღებენ.

 

„გაცვეთილი „კმარელების“ მეტი რა არის? - ბოკერიები, უგულავები... აღარ გავაგრძელებ გვარების დასახელებას, დაქსაქსულები არიან ყველა საორგანიზაციო მიმართულებით“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner