logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატების მიერ შექმნილი ფრაქციის წევრთა უმრავლესობას პოლიტიკაში წარმატებას ვერ ვუსურვებ
- +

2 დეკემბერი. 2019. 18:43

 

 

„ამ ფრაქციის წევრთა უმრავლესობას პოლიტიკაში წარმატებას ვერ ვუსურვებ“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების მიერ შექმნილ ფრაქციაზე საუბრისას განუცხადა.

 

„ყველაზე არ ვიტყვი, მაგრამ ამ ფრაქციის წევრთა უმრავლესობას, ბუნებრივია, წარმატებას ვერ ვუსურვებ პოლიტიკაში მარტივი მიზეზის გამო - მათ არ აქვთ მორალური ფასეულობები, მათ ამ პერიოდის განმავლობაში ისეთი რაღაცები აქვთ ნაკეთები, რომ სრულიად აცდენილები არიან“, - განაცხადა კობახიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ახალი ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები" იქმნება. ფრაქციას 6 დეპუტატი ქმნის და მისი ხელმძღვანელი უმრავლესობიდან წასული მარიამ ჯაში იქნება. ფრაქციის შემადგენლობაში იქნებიან: მარიამ ჯაში, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და ლევან კობერიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner