logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ნამდვილად ვერ ვხედავ
- +

3 დეკემბერი. 2019. 12:26

 

„სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ნამდვილად ვერ ვხედავ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას განუცხადა.

 

„პატარა დაპირისპირებები იყო. ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. ეს ენერგია, რაც აქვს ყველა ადამიანს და ახალგაზრდას, მოვახმაროთ ჩვენს უკეთეს მომავალს, ქვეყნის განვითარებას და წინსვლას“, - განაცხადა კალაძემ.

 

ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ ნონსენსია, როდესაც „ქართული ოცნების“ ოფისთან ოპოზიციის აქტივისტები პროტესტს გამოხატავენ და მმართველი პარტიის წევრებს ეკითხებიან, იქ რას აკეთებენ.

 

„ნონსენსია რასაც მეუბნებით, საუბრობთ იმაზე, „ქართული ოცნების" აქტივისტები რატომ ჩაერთვნენ პროცესში, როდესაც „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან მოდიხარ და აპროტესტებ, „ქართული ოცნების" წევრებს ეკითხებით რატომ ხართ აქ, ეს ნორმალური გგონიათ? სირცხვილია და უხერხულია. აგრესიული ფორმაა ის, რაც ვნახეთ, მოსვლა პარტიის ოფისთან, წარწერების გაკეთება ოფისზე და ა.შ. ჩემთვის და ბევრი ჩემი თანაგუნდელისთვის მიუღებელია ეს დაპირისპირება და დესტრუქცია. არ აქვს მნიშვნელობა ვის რა მოსაზრება აქვს, მინდა, ყველას მოვუწოდო სიმშვიდისკენ. ეს ენერგია ქვეყნის განვითარებას მივახმაროთ", - განაცხადა კალაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner