„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოქალაქეები ძალადობისკენ გამოიწვიონ, პროცესების პროვოცირებას ახდენენ“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს და საპროტესტო აქციებზე მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
„ჩემთვის ძალადობის ნებისმიერი ფორმა არის მიუღებელი ისევე, როგორც ჩემი გუნდის თითოეული წევრისთვის, თუმცა ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ მოქალაქეები ძალადობისკენ გამოიწვიონ, პროცესების პროვოცირებას ახდენენ. ცხადია, რომ მათ ეს დავალება აქვთ, ისინი ცდილობენ იმას, რომ რაც შეიძლება გაამწვავონ სიტუაცია და ესკალაცია იყოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნებისმიერი მოქალაქის უსაფრთხოება დაცული იყოს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.