logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაური: ორჯერ წყალს მივასხამთ, მაგაზეც გვლანძღავენ, რომ როგორ შეიძლება სიცივეშიო - ახლა ვცდილობთ, წყალი გავათბოთ
- +

3 დეკემბერი. 2019. 14:45

 

„ელემენტარულად, ორჯერ წყალს მივასხამთ, მაგაზეც გვლანძღავენ, რომ როგორ შეიძლება სიცივეში. ახლა ვცდილობთ, გავათბოთ წყალი და თბილი წყალი გამოვიყენოთ ხოლმე“, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მედიას საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

 

„ძალიან ხშირად ხდება, უმოქმედობაში ვართ. თუ გამოვალთ და ხელკეტსაც არ ვიყენებთ, არც რეზინის ტყვიებს, გაზს და ელემენტარულად, ორჯერ წყალს მივასხამთ, მაგაზეც გვლანძღავენ, რომ როგორ შეძლება სიცივეში. ახლა ვცდილობთ, გავათბოთ წყალი და თბილი წყალი გამოვიყენოთ ხოლმე. ვმოქმედებთ, არ მოსწონთ, არ ვმოქმედებთ, არ მოსწონთ. რთულია, რთულია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხარე იქნება, რომ ადამიანი არ დაზიანდეს, არ მოხდეს შეხლა-შემოხლა და განვარიდოთ ერთმანეთს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner