გაერთიანებული ოპოზიცია მცხეთაში, დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან აქციას მართავს. გიგა ბოკერია, გიორგი ვაშაძე, გიგი უგულავა, ელენე ხოშტარია და ოპოზიციის სხვა ლიდერები ბიუროსთან სიტყვით გამოდიან და სამართალდამცველებს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებენ.
ბიუროსთან დიდი რაოდენობით პოლიცია და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან მობილიზებულები. აქციაზე ოპოზიციის მიმართულებით ცოცხი ისროლეს, გიგა ბოკერიას კი წყალი შეასხეს.
2 დეკემბერს მცხეთაში, მაჟორიტარ დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან აქციაზე, ფიზიკური დაპირისპირების დროს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ადამიანი დააკავა.
დიმიტრი ხუნდაძე ერთ-ერთია იმ მაჟორიტარ დეპუტატებს შორის, რომელმაც პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა. პროპორციულის ჩაგდებას თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა.