logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ჩვენ უნდა შევეცადოთ და ფიზიკურ დაპირისპირებამდე არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიყვანოთ საქმე
- +

4 დეკემბერი. 2019. 11:59

 

 

„ჩვენ უნდა შევეცადოთ და ფიზიკურ დაპირისპირებამდე არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიყვანოთ საქმე, რადგან ერთდერთი, ვისაც ეს აწყობს, არის მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, მისი დღევანდელი ერთობის შემადგენელი ელემენტები, მათი სატელიტები და მათი მიზანია დაძაბულობის ფონის და ვირტუალური სურათის შექმნა“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

მამუკა მდინარაძის თქმით, როდესაც არსებობს ინფორმაცია ადგილზე, სადაც ახალგაზრდები ღონისძიებაზე წასასვლელად იკრიბებიან და მაინც იქ მიდიხარ, მიზანი უკვე პროვოკაციულია და ამას გამართლება არ აქვს.

 

„მე არც ერთ მხარეს არ გავამართლებ. ერთი მხარე, რომელმაც იცის, რომ „ქართულ ოცნებასთან“ იკრიბებიან ახალგაზრდები ევროპის საბჭოსთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე წასასვლელად და მაინც იქ მიდიხარ, მიზანი უკვე პროვოკაციულია და ამას გამართლება არ აქვს. რაც არ უნდა გულწრფელად გჯეროდეს, რომ პროპორციული სისტემის არდაშვებამ თუ ვერდაშვებამ დაანგრია  და დააქცია ქვეყანა და შენ შეგიძლია იდგე მკვლელების გვერდზე და მათთან ერთად გააპროტესტო, აი, აქ ვერ დავეთანხმები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner