logo_geo
eng_logo
ვაკის პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირებთან საჯარო შეხვედრა გაიმართება
- +

4 დეკემბერი. 2019. 12:36

 

 

ვაკის პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ყველა დაინტერესებულ პირთან  საჯარო შეხვედრა შაბათს, 7 დეკემბერს, 12:00 საათზე ვაკის პარკში გაიმართება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

კახა კალაძის თქმით, ვაკის პარკი უკვე შერჩეულმა ბრიტანულმა კომპანიამ „CBA“ უნდა დააპროექტოს. მისივე თქმით, პარკს თბილისისა და თბილისელებისთვის განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა აქვს და დაპროქტების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობა აუცილებელია.

 

დედაქალაქის მერმა მოსახლეობას და ყველა დაინტერესებულ პირს განხილვის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.

 

„აღნიშნული  კომპანია ყველა დაინტერესებულ პირს  წარუდგენს თავის ხედვას, თუ როგორ უნდა მოხდეს პარკის რეაბილიტაცია, განვითარება. ძალიან  მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის, ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა, რათა მათგანაც მიიღონ მოსაზრებები პარკის ფუნქციურ ზონირებასთან დაკავშირებით. ვაკის პარკი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე და თითოეულ დეტალს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ჩვენ მიერ შერჩეულ ბრიტანულ კომპანიას, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე პარკების მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს დაიწყება. 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner