logo_geo
eng_logo
აკაკი ასათიანი: მე პირადად, „გერმანული მოდელი“ არ მომწონს იმიტომ, რომ საარჩევნო სისტემა გაუგებარია
- +

4 დეკემბერი. 2019. 12:38

 

 

„მეეჭვება, „გერმანული მოდელი“ გავიდეს. არ ვიცი, ეუთო რას იტყვის, მე პირადად ეს მოდელი არ მომწონს“, - ამის შესახებ აკაკი ასათიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, უკეთესი რამის მოფიქრება შეიძლებოდა, მაგრამ არის კონკრეტული დღის წესრიგი, რომელსაც გარკვეული პარტია კარნახობს.

 

„დარწმუნებული ვარ, უკეთესი რამის მოფიქრება შეიძლებოდა, მაგრამ არის რაღაცა დღის წესრიგი და ამ დღის წესრიგს გარკვეული პარტია კარნახობს. ყველა, ვითომ დიდი ნაწილი გაიძახის, არც ერთი გვინდა, არც მეორე და მაინც მიჰყვებიან ამას. არ არის სავალდებულო ვიღაცის ბრძანებები და ის, რომ დაემორჩილო შანტაჟს - როგორ ოპოზიცია ერთიანი არ უნდა იყოს? ოპოზიცია ვარ, დიახ, მაგრამ ვთვლი, რომ სხვა ვარიანტიც შეიძლება მოიძებნოს. მეეჭვება, „გერმანული მოდელი“ გავიდეს. არ ვიცი, ეუთო რას იტყვის, მე პირადად რბილად ვიტყვი, არ მომწონს იმიტომ, რომ გაუგებარია საარჩევნო სისტემა და მათემატიკური ფორმულები სჭირდება, საქმეში ჩახედულ ხალხს უკვირს და კამათობენ, კონსტიტუციონალისტები კამათობენ. პოლიტიკურად რომ ავიღოთ, იმდენი აჯაფსანდალია, ადამიანი ვერ გაიგებს. ამომრჩეველმა უნდა იცოდეს ამ შემთხვევაში, არჩევნებში რა შედეგს მიიღებს, როცა ხმას აძლევს. მე საერთოდ ორპალატიანის მომხრე ვარ, 50/100-ზე, მაჟორიტარი ორმოცდაათი, ახლა ეს არ გამოვა. ვფიქრობდი, რომ პლებისციტი იქნებოდა გამოსავალი, რომელიც არც ოპოზიციას უნდა, ნახეთ ხომ, ზოიძის განცხადების მერე რა რეაქცია იყო. შეიძლება განვიხილოთ ვარიანტი, რომ მაჟორიტარები აირჩნენ მაღალმანდატიან ოლქებში. ჩემი აზრით, დაცული იქნება კონსტიტუციურობაც და მაჟორიტარობის პრინციპიც. სამჯერ არის ამ ქვეყანაში დალაგებული ხელისუფლება, ზუსტად ამ შერეული პრინციპით“, - განაცხადა აკაკი ასათიანმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner