პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ოპოზიციასთან შეხვედრების მეორე რაუნდი ჯერჯერობით დანიშნული არ არის, მაგრამ მმართველი გუნდის მხრიდან არის მზადყოფნა და როგორც კი სხვა განსახილველი საკითხები განისაზღვრება, აუცილებლად შედგება შეხვედრების შემდეგი რაუნდი.
„ჩემი აზრით, საუბარი ყოველთვის საჭიროა. ნახეთ, რომ მზადყოფნა გამოვხატეთ მოგვესმინა ოპოზიციის არგუმენტები და შემოთავაზება. იმ შეხვედრაზე ყველამ დაინახა, რომ რასაც ოპოზიცია ამტკიცებდა, იმ გზით მოძრაობა შეუძლებელია.
ჩვენ მომავალშიც მზად ვართ შეხვედრებისთვის და პოლიტიკოსებმა ისე უნდა ვიმუშაოთ, რომ საზოგადოებას ამით დისკომფორტი არ შეექმნას. ოპოზიციის უფლებები იქნება დაცული, კანონს ნუ დაარღვევენ და რამდენი ხანიც ჩათვლიან საჭიროდ, შეუძლიათ კანონის ფარგლებში მანიფესტაცია გააგრძელონ“, - განაცხადა თალაკვაძემ.