logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: მწყინს, რომ პოლიტიკოსებმა მათემატიკის მარტივი ნაწილი, არითმეტიკაც არ იციან
- +

4 დეკემბერი. 2019. 18:39

 

 

ექპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი „გერმანული მოდელის“ კონსტიტუციასთან შეუსაბამობის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„გერმანული მოდელის“ მათემატიკური ანალიზი“

 

„წუხელ ვუყურე ოპოზიციას „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით, ხელში კალკულატორი მოვიმარჯვე და ახლა ქვემოთ მათემატიკურად მარტივად დაგიმტკიცებთ, რომ ეს მოდელი შეუსაბამობაშია კონსტიტუციასთან:

 

  1. მოქმედი კონსტიტუციით, 73 დეპუტატი უნდა იყოს არჩეული მაჟორიტარული წესით, ზუსტად 77 - პროპორციულით. თუკი (ამ ვიდეოში მოყვანილ რიცხვებს მოვიშველიებთ) პარტია იღებს 40 პროცენტს პროპორციული წესით, და 20 მაჟორიტარი არჩეულია ოლქებში, მაშინ გამოდის, რომ 77 პროპორციული ადგილიდან ამ პარტიამ უნდა მიიღოს 40 ადგილი, გამომდინარე იქიდან, რომ 150 ადგილის 40% არის მთლიანობაში 60 ადგილი. კონსტიტუცია სინამდვილეში ამბობს, რომ 77 დეპუტატი ირჩევა პროპორციული წესით, ანუ 77-ის 40% სინამდვილეში არის 30.8, ანუ პროპორციული წესი ირღვევა „გერმანული მოდელის“ შემთხვევაში და პარტია იღებს 40 ადგილს 30-ის მაგივრად. მე მესმის, რომ პოლიტიკოსებმა არ იციან მათემატიკა, იმიტომ რომ ის რთული მეცნიერებაა. მე მწყინს, რომ პოლიტიკოსებმა მათემატიკის მარტივი ნაწილი, არითმეტიკაც არ იციან. მე აღშფოთებული ვარ, რომ ჩვენს პოლიტიკოსებს ლოგიკა არ აქვთ. ქალბატონ ომბუდსვუმენს მოვუწოდებ, ოპოზიციის ამ ინიციატივის ეუთო-ში გაგზავნამდე, ეს დოკუმენტი ჯერ კომაროვის სკოლაში გააგზავნოს.

 

P.S. წარმოიდგინეთ, რომ რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში გაიჩითა ერთ მაინც დამოუკიდებელი კანდიდატი, მაშინ ამ მოდელის „პროპორციულობასთან“ შესაბამისობის ნიშანწყალიც კი ინგრევა, ანუ შუშასავით იმსხვრევა“, - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner