logo_geo
eng_logo
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დაკავებულ ბერზე: არ მოღვაწეობდა ეკლესიაში, ასე რომ, მის სასულიერო პირობაზე პასუხისმგებლობა არ გვაქვს
- +

5 დეკემბერი. 2019. 13:32

 

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერი ათონის მთაზე ცხოვრობდა, ქართულ ეკლესიაში კი არასდროს უმსახურია.

 

როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შესაბამისად, საპატრიარქოს დაკავებულზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

 

„საქმე იმაშია, რომ ეს ადამიანი აღიკვეცა ათონის მთაზე და ცხოვრობდა იქ. საქართველოში რაც დაბრუნდა, ცხოვრობდა თავის სახლში. არ ცხოვრობდა მონასტერში და არც მოღვაწეობდა ეკლესიაში. ასე რომ, ჩვენ პრინციპში მის სასულიერო პირობაზე და მის მოღვაწეობაზე არანაირი პასუხისმგებლობა და ინფორმაცია არ გვაქვს“, - განაცხადა დეკანოზმა.

 

მისივე თქმით, დაკავებულ პირზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა გადმოცემით მათთვის ცნობილია, რომ ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა.

 

„არაფერი ვიცი, პირადად არ ვიცნობ. თბილისის ეპარქიაში არ არის. უბრალოდ რაც გვაქვს გადმოცემით ინფორმაცია, რომ მოიხმარდა ალკოჰოლს, ალკოჰოლთან დაკავშირებით ჰქონდა რაღაც პრობლემა. სახლში ცხოვრობდა, როგორც ერისკაცი“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

 

შეგახსენებთ, ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ათონის მთაზე მოღვაწე ბერს 40 აბი „მეტადონი“ აღმოუჩინეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner