logo_geo
eng_logo
ოთარ ანგურიძე: მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ განსაკუთრებული პირობები შეუქმნას ისეთ საწარმოებს, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში საქმიანობენ
- +

5 დეკემბერი. 2019. 17:39

 

„მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ განსაკუთრებული პირობები შეუქმნას ისეთ საწარმოებს, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში საქმიანობენ“, - ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით,  ასეთი საწარმოების სტიმულირებით ხელი ეწყობა ადგილზე მოსახლეობის გამაგრებასა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 

„მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ განსაკუთრებული პირობები შეუქმნას ისეთ საწარმოებს, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში საქმიანობენ. ასეთი საწარმოების სტიმულირებით ხელი ეწყობა ადგილზე მოსახლეობის გამაგრებასა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. რაც გამოიხატება მოსახლეობის დასაქმებაში, პროდუქციის წარმოებაში და ადგილზე დამატებული ღირებულებების შექმნაში. ასეთ საწარმოებს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად ექნებათ შესაძლებლობა ადგილზე წარმოებული პროდუქცია გაყიდონ, როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ისე საზღვარგარეთ გაიტანონ ექსპორტზე.

 

იმისთვის, რომ გვქონდეს მაღალი ინკლუზიურობა და რეგიონული განვითარება, მისასალმებელია, მთავრობის მხრიდან ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც წაახალისებს და ხელს შეუწყობს საწარმოების რეგიონებში, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში საქმიანობას“, - წერს ოთარ ანგურიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner