„იმედი მაქვს, ამ მძიმე ისტორიის დასრულებას ერთმანეთს უახლოეს პერიოდში მივულოცავთ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით განუცხადა.
„ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან და ამ მძიმე პრობლემასთან მიმართებაში მინდა გითხრათ, რომ მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება ჩვენს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან სრულ კოორდინაციაში ვმოქმედებთ. იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ამ მძიმე ისტორიის დასრულებას ყველა ერთმანეთს მივულოცავთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს და 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თავად ექიმი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ საქართველოს მიწაზე იმყოფება.