logo_geo
eng_logo
რომან კაკულია: ევრონესტის თბილისში ჩატარება ძალიან დიდი პოლიტიკური ნაბიჯია
- +

8 დეკემბერი. 2019. 11:50

 

„დღევანდელ შეხვედრაზე, შეჯერდა ყველა ის რეზოლუცია, რომელიც ამ ეტაპზე იქნება კომიტეტებზე და ჩამოვყალიბდით, თუ როგორ ვიმუშავებთ კომიტეტებში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-8 ყოველწლიურ სესიაზე - „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვები“ საუბრისას განაცხადა, რომელსაც თბილისი დღეიდან მასპინძლობს.

 

„ჩვენი ქვეყნის განვითარების ევროპული ალტერნატივის ერთადერთ დადასტურებად, შეიძლება სწორედ ეს ფაქტი მივიჩნიოთ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია. აქ ძალიან მნიშვნელოვანი 4 კომიტეტი იმუშავებს: ენერგეტიკა, ეკონომიკა, სოციალური და პოლიტიკური. ამ ფორმატებში სწორედ ისეთი ტიპის რეზოლუციების მიღება და გაჟღერება ხდება, რომლებშიც ამ მიმართულებებში, დღეისათვის არსებული პრობლემატიკა არის დასახული. დაისახება ამ პრობლემების მოგვარების ერთობლივი მიზნები. ამიტომ ევრონესტის თბილისში ჩატარება ძალიან დიდი პოლიტიკური ნაბიჯია. დასტური იმისა, რომ შეუქცევადი და უდიდესი პრიორიტეტია ქვეყნისთვის ევროინტეგრაცია. ხოლო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას კი სწორედ ამ კომიტეტებში წარმოქმნილი საკითხები და რეზოლუციები იძლევა“, - განაცხადა კაკულიამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner