logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: ბიძინა ივანიშვილი მუდმივად იყო და არის ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მხარდამჭერი
- +

8 დეკემბერი. 2019. 13:21

 

 

„ბიძინა ივანიშვილი მუდმივად იყო და არის ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მხარდამჭერი“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

 

მისი თქმით, არ უნდა მოხდეს იმის დაშვება, რომ NDI-ს და IRI-ს საქართველოს მხარდამჭერის და პარტნიორის იმიჯს რაიმე ჩრდილი მიადგეს.

 

„მინდა, ძალიან მკაფიოდ ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ბატონ ბიძინას არაფერი ახალი არ უთქვამს. ის მუდმივად იყო და არის ამერიკას და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მხარდამჭერი და მთლიანად სახელისუფლებლო გუნდი ზრუნავს იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების იმიჯი და ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ  გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რაც შეიძლება მაღალ ნიშნულზე იყოს. იყო სხვადასხვა საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ის ორგანიზაციები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც NDI-ს თუ IRI-ს, ასეთი დიდი ორგანიზაციების  დაკვეთით საქმიანობენ, არ მოხდეს იმის დაშვება, რომ NDI-ს და IRI-ს, ამ ინსტიტუტების, მათი საქართველოს მხარდამჭერის და სტრატეგიული პარტნიორობის იმიჯს, რაიმე ჩრდილი მიადგეს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner