logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ხელისუფლებასა და ოპოზიცის შორის, რამდენად კრიტიკულადაც არ უნდა იყვნენ ისინი განწყობილნი, დიალოგი აუცილებელია
- +

8 დეკემბერი. 2019. 13:39

 

 

„ელჩებიც და ოპოზიციის ლიდერებიც დარწმუნდნენ, რომ ე.წ. გერმანული მოდელის შემოღება კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების გარეშე, შეუძლებელია“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წევრებს შორის უკვე გამართულ და დღეს დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

 

„შეხვედრაზე ელჩებიც და ოპოზიციის ლიდერებიც დარწმუნდნენ, რომ ე.წ. გერმანული მოდელის შემოღება კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების გარეშე შეუძლებელია. თუმცა არსებულ შერეულ სისტემაში გვაქვს განსახორციელებელი გარკვეული ცვლილებები და ამასთან დაკავშირებით, მზად ვართ შეხვედრისთვის, დიალოგისთვის. მე მგონია, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რამდენად კრიტიკულადაც არ უნდა იყვნენ ისინი განწყობილნი, დიალოგი აუცილებელია.

 

რაც შეეხება იმას, თუ რაზე იქნება საუბარი დღევანდელ შეხვედრაზე, თუ არის რაიმე ალტერნატივა არსებულ საარჩევნო სისტემაში, რომელიც, ამავე დროს, დემოკრატიულია და პრობლემას არ წარმოადგენს. ის არის ბევრ განვითარებულ ქვეყანაში“, - განაცხადა კალაძემ.

 

ცნობისთვის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით დღეს მეორე შეხვედრას გამართავენ. განხილვის მთავარი საკითხი კვლავ საარჩევნო სისტემა იქნება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner