logo_geo
eng_logo
დავით სონღულაშვილი ევრონესტში აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების დელეგაციის ხელმძღვანელებს შეხვდა
- +

8 დეკემბერი. 2019. 17:40

 

 

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი თბილისში მიმდინარე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში, ევრონესტში მოლდოვის დელეგაციის ხელმძღვანელს, იგორ მონტეანუს და უკრაინის დელეგაციების ხელმძღვანელს, ივან კრულკოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ევრონესტის ფარგლებში სახელმწიფოების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა მიმოიხილეს და ამ მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრეს.

 

„ევრონესტი არის ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პლატფორმა, სადაც შექმნილია სამუშაო ჯგუფები და კომიტეტები, რომლებიც სხვადასხვა ფორმატში განიხილავენ თუ როგორ შეიძლება ეს ქვეყნები დაუახლოვდნენ ევროკავშირს და სამომავლოდ გაერთიანდნენ მასში. აქედან გამომდინარე, დღეს აქტიური შეხვედრები გვაქვს  როგორც ევროპარლამენტარებთან, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის დელეგაციების ხელმძღვანელებთან, სადაც განიხილება და ჯამდება ყველა ის საკითხი, რომლებიც ევრონესტის ფარგლებში იყო გასაკეთებელი და ის სამომავლო ღონისძიებები, რომლებიც დაგეგმილია ამ ფარგლებში. მოლდოველ და უკრაინელ კოლეგებთან ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაციები გავცვალეთ და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განვსაზღვრეთ. აღსანიშნავია, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში ცატარება კიდევ ერთი ძალიან დიდი მხარდაჭერაა ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა შეხვედრების დასრულების შემდეგ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner