logo_geo
eng_logo
გუგული მაღრაძე: პოლიტიკურ ძალებს შორის რაღაც შეუთანხმებლობა ნორმალური პროცესი და დემოკრატიის ძალიან მაღალი დონის მაჩვენებელია
- +

8 დეკემბერი. 2019. 17:43

 

„ის, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის რაღაც შეუთანხმებლობა ხანდახან არის ხოლმე ქვეყანაში, ეს ძალიან ნორმალური პროცესი და პირიქით, დემოკრატიის ძალიან მაღალი დონის მაჩვენებელია“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ განუცხადა.

 

მაღრაძის განცხადებით, ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია და აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას შორის საქართველო, მის მიერ გატარებული რეფორმებით ყველაზე წარმატებულია.

 

„დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ ევროპასთან კოორდინაციაში და ევროპასთან კავშირში ეს სისტემა თამაშობს ძალიან დიდ როლს. ყველა ევროპული სტრუქტურა აღნიშნავს, რომ საქართველო ყველაზე წარმატებულია ამ 6 ქვეყანას შორის ყველა იმ რეფორმით, რომელიც მას გაუტარებია და რამაც ის ძალიან დაახლოვა ევროპას შინაარსობრივი და ფორმალური მხარითაც. ევრონესტის შეხვედრებზე იყო არჩევნების მიმოხილვა ამ რეგიონში. ყველა ქვეყნის არჩევნებზე იყო გარკვეული პოზიტივები, შენიშვნები და გამოწვევები, რაც თითოეული ქვეყნის საარჩევნო სისტემაში გამოიხატა.

 

ყველა კონფლიქტი ბოლოს მთავრდება იმით, რომ მოწინააღმდეგე მხარე სხდება მაგიდასთან და ეძებენ გამოსავალს. მთავარია, რომ იყოს რეალისტური პოზიციები და რეალისტური პოზიციების შეჯერებაზე ვიფიქროთ, არც ერთ და არც მეორე მხარეს არ უნდა ჰქონდეს არარეალისტური მოლოდინები და ვარაუდები. უნდა შევჯერდეთ ისეთ ვარიანტზე, რომ ქვეყანაში დაწყნარდეს სიტუაცია და ყველა ადამიანს ჰქონდეს იმის განცდა, რომ ცხოვრობს ქვეყანაში, სადაც რაიმე განსაცდელი მომავალში არ ემუქრება. ქვეყნის დემოკრატიულ სახეს განაპირობებს ძალიან ბევრი კომპონენტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ძალიან დიდი წარმატებები გვაქვს და ასე უცებ არ ხდება, რომ ერთი მომენტის გამო რამე შეირყეს.

 

ჩვენ ძალიან მყარი პოზიციები გვაქვს ევროპულ სტრუქტურებში იმიტომ, რომ დემოკრატიზაციის დონე, გამოხატვის თავისუფლება, პრესის თავისუფლება, საჯარო რეფორმები გვაძლევს იმის გარანტიას ვთქვათ, რომ ჩვენ ძალიან მყარი პოზიციები გვაქვს დემოკრატიული განვითარების გზაზე და ის, რომ რაღაც შეუთანხმებლობა ხანდახან არის ხოლმე ქვეყანაში სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის ეს არის ძალიან ნორმალური პროცესი და პირიქით დემოკრატიის ძალიან მაღალი დონის მაჩვენებელი“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner