logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: კრიზისში არის ოპოზიცია, შესაბამისად, ოპოზიციის საქმეა წინადადების წარმოდგენა და დაველოდებით მათ წინადადებას
- +

8 დეკემბერი. 2019. 18:56

 

 

„ჩვენი პოზიცია არის მარტივი, კრიზისში არის ოპოზიცია, შესაბამისად, ოპოზიციის საქმეა წინადადების წარმოდგენა და დაველოდებით მათ წინადადებას“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „შერატონში“ ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

 

„ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ანგარიშს ვუწევთ მათ პოზიციას, მათი ინიციატივა იყო მეორე შეხვედრის ჩატარება და მოვედით ამ შეხვედრაზე. ველოდებით ოპოზიციის შეთავაზებას, მათ წინადადებას, ვნახოთ რას წარმოგვიდგენენ დღეს და ამის მიხედვით გაგრძელდება საუბარი. ე.წ გერმანულ მოდელთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის აბსოლუტურად ცხადი. არის მარტივი მათემატიკური საკითხი ის, რომ ეს მოდელი არ შეესაბამება მოქმედ კონსტიტუციას. აქედან გამომდინარე ველოდებით ოპოზიციის წინადადებებს, ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია", - განაცხადა კობახიძემ.

 

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, გაითვალისწინებს თუ არა მმართველი გუნდი ოდირის დასკვნას, როცა უკვე ის ცნობილი გახდება, კობახიძემ განაცხადა, რომ „ასეთი დასკვნა ვერ იქნება“.

 

„დასკვნა და დასაბუთება უნდა დაიწეროს იმასთან დაკავშირებით რომ 77 უდრის 150-ს. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ამის დაწერა? როდესაც აქამდე საუბრობდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები იმაზე, რომ შეესაბამებოდა კონსტიტუციას გერმანული მოდელი, ისინი არ საუბრობდნენ არგუმენტებით. ვერ ნახავთ ვერც ერთ არგუმენტს, როგორ უნდა დაწერო ის, რომ 77 უდრის 150-ს. ჩვენი პოზიცია არის მარტივი, კრიზისში არის ოპოზიცია. შესაბამისად, ოპოზიციის საქმეა წინადადების წარმოდგენა და დაველოდებით მათ წინადადებას", - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner