„დღეს გვექნება განხილვა არსებული შერეული მოდელის ფარგლებში რა შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ, რაც 2020 წლის არჩევნებს მეტ ნდობას მოუტანს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მედიას ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე განაცხადა.
„დღეს გვექნება განხილვა არსებული შერეული მოდელის ფარგლებში რა შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ, რაც 2020 წლის არჩევნებს მეტ ნდობას მოუტანს. იქნება მისაღები ოპოზიციისთვისაც, ჩვენი საზოგადოებისთვისაც, ამის რესურსი არსებობს. მოგეხსენებათ, დღეის მონაცემებით, საპარლამენტო მანდატების ნახევარი დაკომპლექტდება პროპორციული წესით, მეორე ნახევარი მაჟორიტარული წესით. სწორედ ამ მეორე ნახევართან დაკავშირებით გვექნება განხილვა. როგორც იცით, დაწყებული იყო ისედაც სამუშაო საარჩევნო კანონმდებლობაზე და დღეს გვექნება შეხვედრა“, - განაცხადა თალაკვაძემ.
სასტუმრო „შერატონში“ დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.