logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ჩვენს გეგმებში არანაირად არ შედის რომ რუსეთმა გააფართოვოს თავისი ზეგავლენა თბილისში ან საქართველოს რეგიონებში
- +

8 დეკემბერი. 2019. 19:53

 

„სანამ დეოკუპაცია არ მოხდება და რუსეთი საქართველოდან არ გაიყვანს თავის ჯარისკაცებს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ხარჯზე არანაირი დათმობები არ იქნება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში რუსული ენის და კულტურის ცენტრის გახსნა იგეგმება.

 

„მე არ მაქვს ოფიციალური ინფორმაცია რომ რაიმე ცენტრის გახსნა იგეგმება. მით უმეტეს, მინდა 100 პროცენტით დაგარწმუნოთ, რომ ასეთი გეგმა არ აქვს არც ერთ სახელისუფლებო სტრუქტურას და პოლიტიკურად ჩვენი კურსი ცნობილია. ჩვენ ვმუშაობთ დეოკუპაციისთვის, ჩვენ ვმუშაობთ რუსული რბილი ძალის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, არანაირად ჩვენს გეგმებში არ შედის რომ რუსეთმა გააფართოვოს თავისი ზეგავლენა რაიმე სახით თბილისში ან საქართველოს რეგიონებში. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც გათავისუფლდება და დარწმუნებული ვარ, 21-ე საუკუნეში ამ დროსთან და ამ განვითარებასთან შეუთავსებელი მავთულხლართის კედლებიც მალე დაიშლება და ჩვენ აღვადგენთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. სანამ დეოკუპაცია არ მოხდება და რუსეთი საქართველოდან არ გაიყვანს თავის ჯარისკაცებს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ხარჯზე არანაირი დათმობები არ იქნება", - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner