logo_geo
eng_logo
გიორგი ანწუხელიძის და მერაბ ახობაძის მეუღლეები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან
- +

9 დეკემბერი. 2019. 12:21

 

სოციალურ ქსელში ყოფილი სამხედრო და ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში გმირების ფოტოები ჩამოხსნეს. მის მიერ გავრცელებულ სიცრუეს დაღუპული სამხედროების მეუღლეები, მათ შორის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე ეხმაურება. საქართველოს ეროვნული გმირის მეუღლე პოსტის ავტორს მოუწოდებს, ნუ შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში:

 

„სოციალურ ქსელში ზოგიერთი მომხმარებელი ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს, მე-4 ბრიგადაში გმირების ფოტოები ჩამოხსნეს, რაც სიმართლე არ არის. ნახსენებია ჩემი მეუღლე, გიორგი ანწუხელიძე... სინამდვილეში, ყველა სამხედრო ნაწილში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის სარემონტო სამუშაოები, შესაბამისად, გმირების სტენდებიც ახლდება... გთხოვთ, მოსახლეობას ნუ შეიყვანთ შეცდომაში... სანამ საქართველო არსებობს, გმირებიც არსებობენ! ეს უკვე მე-4 ბრიგადის შტაბში გმირების განახლებული სტენდია“, - წერს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე.

 

2008 წლის ომში დაღუპული მე-4 ქვეითი ბრიგადის კაპიტან მერაბ ახობაძის მეუღლე თამუნა რამიშვილი კი ცრუ პოსტის ავტორს ინტრიგნად მოიხსენიებს: „ეს იმათ საყურადღებოდ, ვისაც ჰგონია, რომ მეოთხე ბრიგადაში დაღუპული ბიჭების ფოტოები „ჩამოყარეს“ - როგორ არ დაიღალეთ ამდენი ინტრიგნობით“, - წერს კაპიტან მერაბ ახობაძის მეუღლე თამუნა რამიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner